it`s robby


რობი კუხიანიძე: „ასაკის მომატებასთან ერთად ვხვდები, რომ ბევრი „ნეხვიჭამია“ იზრდება. ეს, ალბათ, ცხოვრების ბრალია, რადგან მიმდინარეობს პატარა ბავშვების გადიდება. პოლიტიკოსები ცდილობენ პატარები დაშტამპონ. საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა ბავშვის ძალადობით გაზრდა. წარმოიდგინეთ – ბავშვთა კოლონიის მკვიდრი და გარეთ მყოფიც ერთნაირ პირობებშია.
ჩვენ მიახლოვებით მაინც ვიცით, რა არის ცუდი და კარგი. პატარას კი უნდა ასწავლო, რომ ეს ცუდია და ის კარგი (ან პირიქით). საქართველოში სისუფთავე აღარ არსებობს. წარმოიდგინე, რა ხდება იმათ ოჯახებში, ვინც ჩვენ ჭკუას გვარიგებს. ისინი ხომ დაურიგებელი პენსიების, უპატრონო ბავშვების ხარჯზე ცხოვრობენ. მათი მხრიდან მოდაში შემოვიდა სხვადასხვა აქციების მოწყობა, ეკლესიების მშენებლობა, ბავშვების დაცვა. დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ არის გულწრფელი. ამ აქციებსაც საკუთარი სახელისათვის აკეთებენ, რათა მერე თქვან: აი, მე ბავშვებს ვაჭამეო. დღეს თუ საქართველოში ვინმე ამ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება, ნიშნავს, რომ წართმეული მილიონებიდან ორ თეთრს უბრუნებს.

თუ ბავშვს „კალბასითა“ და პურით დაცვა სჭირდება, მაშინ საშველი აღარ ყოფილა. ბავშვს ძეხვი კი არა, დაცვა და პატრონობა – დედა და მამა სჭირდება. თუ მას ლოთი მამა და ბოზი დედა ჰყავს, იგი მაინც უპატრონოდ რჩება. ამაში დამნაშავე სახელმწიფოა.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩვენი სახელმწიფო „ამაყობს“ ბევრი მათხოვრით, მაწანწალა ბავშვით და თავად სხვა ქვეყნებთან მათხოვრობს. ვერ ვხვდები რატომ უყვართ ადამიანების პატრონიანებად და უპატრონოებად დაყოფა. საქართველოში ხომ ყველანი უპატრონოები ვართ?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხშირად მიწევს ძალიან ახლო მეგობრების მუსიკალურ სტუდიებში მისვლა. ალბათ, მერაბ სეფაშვილსა და სოსო პავლიაშვილსაც არ მოეწონებათ ის, რომ მშობლები ცდილობენ, საკუთარი ბავშვები მათ დაამსგავსონ. წარმოიდგინე, რა სისულელეა შენი და შენი მეუღლის შვილი ვიღაც სხვას დაამსგავსო. ამ შემთხვევაში ყველაზე საშინელი მასწავლებელი მშობელია, რადგან ვიღაცის ჯიბრზე მისმა ბავშვმა უნდა იმღეროს. ჩვენი ბავშვები ესტრადაზე უფროსებთან ერთად მღერიან, მაგრამ ამ სიმღერებს ჩამოსული უცხოელივით ვუსმენ. შესაძლოა ამ ბავშვებში მართლაც არის ისეთი, ვინც მომღერალი იქნება, მაგრამ ამ სისტემას და სტრუქტურაში ის ვერ გაიზრდება. ჩვენ ვამბობთ, რომ ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართ, მაგრამ ერთმანეთის ჭამაში ხომ არა ვართ ზარმაცები?

დარწმუნებული ვარ, პატარების სოციოლოგიური გამოკითხვა რომ გავაკეთოთ, დავინახავთ, რომ ყველა ბავშვი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. ყველაზე საშინელებაა, რომ გაღებული კარიდან გარბიან (კარები გაგვიღეს), რადგან ეს მონების სახელმწიფოა. არც სამი მილიონი დავრჩით, როგორც ახლა იძახიან. სტატისტიკა პოლიტიკოსებს არჩევნებისთვის სჭირდებათ, რომ მეფეები იყვნენ და ვინმე რომ ჩამოვიდეს, დაანახონ – პრეზიდენტს ამდენი და ამდენი ქართველი მხარს უჭერდაო.

სისულელეა ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკი, როცა ამ მასონურ და სექტანტურ აზროვნებაში გაგვთქვიფეს. საქართველო ცარიელდება, თუმცა ეს არ არის ახალგაზრდების ბრალი. მათ ასეთი ნიადაგი მოუმზადეს.

ვფიქრობ, გამოსავალი ერთია. ღმერთმა უნდა დაგვიფაროს და რაღაც სასწაული მოახდინოს, რომ გადავრჩეთ. ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ღმერთის რწმენაშია. ყველამ წინ უნდა ვიაროთ – უზენაესისკენ“.

2 comments :

  1. ძალიან საინტერესო იყო და სამწუხაროდ, ბევრი სიმართლე :(

    ReplyDelete
  2. 100%-ით სიმართელა ყველაფრი რაც ამ პოსტში წერია :|

    ReplyDelete