”ტეტრისი” ტვინში ცვლილებებს იწვევს


ვიდრე მეცნიერთა ერთი ნაწილი ექსპერიმენტში მონაწილე ტვინის სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებებითაა გაკვირვებული, სხვები კოლეგებს ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისაგან თავის შეკავებას ურჩევენ.
”ტვინის სტრუქტურა გაცილებით დინამიკურია, ვიდრე ადრე აფასებდნენ”, - განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, რიჩარდ ჰეიერმა. კანადის მაკგილის უნივერსიტეტისა და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია ”Mind Research Network”-ის მკვლევარებთან ერთად ჰეიერმა მთელი რიგი ცდები ჩაატარა, რომელთა შედეგად გაირკვა, რომ კომპიუტერის რეგულარული თამაში ადამიანის თავის ტვინში ფიზიოლოგიურ ცვლილებებს იწვევს.
ჰეიერამდე, ისევე, როგორც სხვა მრავალმა ნეიროფიზიოლოგმა, ამერიკელმა მეცნიერმაც გამოიკვლია ყველასთვის ცნობილი თამაში ”ტეტრისი”. მეცნიერი გაოცებული დარჩა იმით, რომ სამი თვის მანძილზე თამაშის შედეგად (კვირაში 1,5 საათის განმავლობაში) მათ, ვისაც ცდებს უტარებდა, თავის ტვინის ქერქი გაუსქელდა. რა თქმა უნდა, არ მთელი ქერქი, არამედ გარკვეული ნაწილები.
კვლევის შედეგად ასევე გაირკვა, რომ ტვინის ზოგ მონაკვეთს ნეირონული აქტივობა მოემატა, ზოგს კი პირიქით შეუმცირდა.
მეცნიერთა აზრით, ტვინის გარკვეული ნაწილების გააქტიურება იმაზე მეტყველებს, რომ ტვინმა ოპტიმალურად მუშაობა ისწავლა და თამაშის დროს ქერქის არასაჭირო ზონები ”გამორთული” ჰქონდა.
შესაძლოა, ტვინი ამ დროს ცოტა სხვაგვარად იწყებს მუშაობას და რამდენიმე ზონას შორის ახლებური კომუნიკაციის დამყარებას სწავლობს? ეს ყველაფერი ჯერჯერობით მაინც ვარაუდია. გადაჭრით ჯერ კიდევ არავის შეუძლია თქვას, თუ რომელი ზონა რა როლს ასრულებს სხვადასხვა სახის გონებრივი დავალების შესრულებისას.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

No comments :

Post a Comment