სკეიდბორდერები ქუთაისში!!!!!!!!!! იეს!!!!







ერთ ერთი პომპეზური თეატრის სპექტაკლი იყო დღეს ჩვენს ქალაქად წოდებულ ქუთაისში, მთელი ელიტა ჭრელა ჭრულა ხალხი, ახალი საბოების გასამარიაჟებლად მოსული მოზარდი გოგონები, ალაფურშეტის მონა ფსევდო ელიტარები და ნამდვილად თეატრის მოყვარული საზოგადოება ირეოდა ლადუნა მესხიშვილის სახელობის თეატრის კიბეებზე...
კიბეების წინ არასიმეტრიულ მოედანზე არის ერთი დავითის ქერო აღგვაშენა იმის ძეგლი.... ხოოოოოოოოოოოდაააააააააა. ამ ძეგლის ქვეშ მონავარდე სკეიდბორდერებისკენ გამექცა მზერა რატომღაც...
ამათ შემყურე სულ ვერ მოვედი აზრზე სულ დამავიწყდა რომ ქუთაიში ვიყავი და მესხიშვილის კიბეებზე სულ სხვა ნაცია იდგა...
თან ამერიკულ სლენგებზე ლაპარაკობენ : o shit, fuck, და აშ!
მოკლედ მაგარი ხალხია... თავისას ისწორებენ და მარად უნდათ რომ ამ ქალაქს ოდესმე ეშველოს და ოდესმე ჰქონდეთ სკეიტ მოედანი და დიად დავითს და მის ცხენს მყუდროება არ დაურღვიონ...
ზერო, სლეში, სვითი, მაუსა და ფენიქსი...
ეს მათი სასტავის არასრული ჩამონათვალია.
მოკლედ ძაან გამახარა ამ ხალხის ნახვამ მართალია ტრიუკები ცოტა დასახვეცია მაგრამ არა უშავს მთავარია ცდილობენ და არ იშურებენ ენერგიებს მიიღონ სიამოვნება საყვარელი საქმისაგან.
გაიხარეთ მეგობრებო! წარმატებები!!! .
ქუთ-იეეეეეეეეეეეეეეეს!!!!!!!!!!!! იიიიიიიიი! გაბრწყინდება!!!!



>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> აზნაური

No comments :

Post a Comment