ჩარლი ჩაპლინი


,,სიმართლე!...მხოლოდ სიმართლე მინდა და თუ შესაძლებელია,ცოტაოდენი ღირსება''
ჩაპლინი. ,,რამპის ჩირაღდნები''


ჩარლი ჩაპლინი----20ს-ის ყველაზე დაუვიწყარი მითი-რომელიც ამავე ს-ის სიმბოლოდ იქცა.... მის გმირს ,,სიცილისა და ცრემლის უყვედრებელი რაინდი უწოდეს'' თავად ხელოვანს - ,,ნათელი ოცნებისა და მრისხანე სატირის სწორუპოვარი შემოქმედი''.
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889წ. 16აპრილს უოლვორდში, ისტ-ლეინის ქუჩაზე...მისი მშობლები ბრიტანული თეატრის ,,MUSIC HALL''-ის მსახიობები იყვნენ...3წლის ასაკში მისი მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ,ბავშვობა მან დედასთან და ძმასთან ერთად კენინგტონ-რუდზე გაატარა, 1901 წელს მამამისი ლოთობისგან გარდაიცვალა,მალე ჩარლი და მისი ძმა ობოლთა თავშესაფარს მიაბარეს.
სცენაზე პირველად 1894წელს ავიდა 5წლის ასაკში,1898წელს მოხვდა ბავშვთა საცეკვაო ჯგუფში...1903წელს 14 წლისამ თეატრში დაიწყო მსახიობად მუსაობა და ითამაშა სპექტაკლში ,,შერლოკ ჰოლმსი''... არავითარი სპეციალური განათლება ჩაპლინს არ მიუღია...მისი სერიოზული სამსახიობო კარიერა დაიწყო 1908-დან...გაწევრიანდა ,,KRED-KARNO''-ს სამსახიობო დასში... 1910-12წლებში დასსთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში....სადაც ჩარლით MACK SENNETT-ი დაინტერესდა და 1913 წელს მასთან კონტრაქტი გააფორმა...მიიწვიეს სტუდიაში ,,keystone film''.....
ჩაპლინის პირველი ფილმი ეკრანზე 1914წ-ის 2 თებერვალს გამოვიდა,სახელწოდებით- ,,MAKIN A LIVING'' ... მალე ჩარლი ,,ESSANAY STUDIOS''-ში გადავიდა და 1921წ-ს პირველი ევრო ტური მოააწყო ფილმით ,,THE KID''... 1931წელს მე2ტურნე პრემიერით ,,CITY LIGHTS''...ხოლო 1936 წელა მან მე-3 ტურნეც მოაწყო ფილმით ,,MODER TIMES''...
მუნჯი კინოს გარდა იყო პირველი ხმოვანი ფილმიც ,,THE GREAT DICTATOR''...ფილმის პრემიერა შედგა 1940 წლის 15 ოქტომბერს.... 1957წელს მან მონაწილეობა მიიღო თავისივე ფილმში ,,A KING IN NEW YORK''....
1964წელს გამოიცა მისი მემუარები,რომლის მიხედვით შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი ,,CHAPLINI'' ...(1922წ)
მსახიობმა სიცოცხლის უკანასკნელი პერიოდი ვევეში გაატარა.... და 1977წლის 25დეკემნერს აქვე გარდაიცვალა.
... თამამად შეიძლება ითქვას რომ,ჩარლი ყველაზე პიპულარული ადამიანი იყო მთელს პლანეტაზე...კინოს ისტორიაში არ მოიძევება სხვა უფრო ბედის ნებიერი და ამავდროულად,უფრო დევნილი და ჯვარცმული ბიოგრაფია ვიდრე ჩაპლინისა...იგი მრავალი მილიონი ადამიანისათვის იყო მხნეობა,იმედი და შთაგონება...

აქვე დავდებ მის წერილს...(რადგან მიყვარს ძალიან)...

ჩემო გოგონა
ახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.
შენ ისე შორს ხარ ჩემგან... მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანდისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
... იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებიდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი:’’გამშორდი’’! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს , ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში:”ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”
ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა , დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით... მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება_ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: ”ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა... იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია... ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი ... მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! Mმე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკიანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.
შენ ჩემი გვარისა ხარ - ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!...
... ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხდძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: ”მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!’
დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს შენსავე მსგავსთ, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს:ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს...
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ... მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს - ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა...
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრაჩემო გოგონა... ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული...
სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი... სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე...
მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს... ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო...
მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე_იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.
გკოცნი, ჯერალდინა

შენი ჩარლი.


filmography
A Countess from Hong Kong (1967)
A King in New York (1957)
Limelight (1952)
Monsieur Verdoux (1947)
The Great Dictator (1940)
Modern Times (1936)
City Lights (1931)
The Circus (1928)
Camille (1926/II)
The Gold Rush (1925)
A Woman of Paris: A Drama of Fate (1923)
The Pilgrim (1923)
Pay Day (1922/I)
Nice and Friendly (1922)
The Idle Class (1921)
The Nut (1921)
The Kid (1921)
A Day's Pleasure (1919)
Sunnyside (1919)
The Professor (1919)
Shoulder Arms (1918)
The Bond (1918)
Triple Trouble (1918)
A Dog's Life (1918)
The Adventurer (1917/I)
The Immigrant (1917)
The Cure (1917)
Easy Street (1917)
The Rink (1916)
Behind the Screen (1916)
The Pawnshop (1916)
The Count (1916)
One A.M. (1916)
The Vagabond (1916)
The Fireman (1916)
The Floorwalker (1916)
Burlesque on Carmen (1916)
Police (1916)
Burlesque on Carmen (1915)
A Night in the Show (1915)
Shanghaied (1915)
The Bank (1915)
A Woman (1915)
Work (1915)
His Regeneration (1915)
By the Sea (1915)
The Tramp (1915)
A Jitney Elopement (1915)
In the Park (1915)
The Champion (1915)
A Night Out (1915/I)
His New Job (1915)
His Prehistoric Past (1914)
Getting Acquainted (1914)
Tillie's Punctured Romance (1914)
His Trysting Place (1914)
His Musical Career (1914)
Gentlemen of Nerve (1914)
Dough and Dynamite (1914)
Those Love Pangs (1914)
The New Janitor (1914)
The Rounders (1914)
His New Profession (1914)
The Masquerader (1914/I)
Recreation (1914)
The Face on the Bar Room Floor (1914)
The Property Man (1914)
Laughing Gas (1914)
Mabel's Married Life (1914)
Mabel's Busy Day (1914)
The Knockout (1914)
Her Friend the Bandit (1914)
The Fatal Mallet (1914)
A Busy Day (1914)
Caught in the Rain (1914)
Caught in a Cabaret (1914)
Twenty Minutes of Love (1914)
Mabel at the Wheel (1914)
The Star Boarder (1914/II)
Cruel, Cruel Love (1914)
His Favorite Pastime (1914)
Tango Tangles (1914)
A Film Johnnie (1914)
Between Showers (1914)
Mabel's Strange Predicament (1914)
Kid Auto Races at Venice (1914)
Making a Living (1914)




>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> pikuna

No comments :

Post a Comment