odnoklassniki.tfui



მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი რომელსაც ერთხელ მაინც ქონია შეხება ინტერნეტთან და არ იცოდეს საიტი odnoklassniki.ru უფრო მემგონი კულტია ვიდრე სოციალური ქსელი.
პროექტი გამოვიდა 2006 წლის 4 მარტს, პროექტის ავტორია ალბერტ პოპკოვი. 2009 წლის ივლისისათვის საიტზე დარეგისტრირებული იყო 40 000 000-მდე მომხმარებელი. დღე-ღამის განმავლობაში საიტზე 8 000 000-მდე მომხმარებელი შედის.
ბევრს ეს საიტი რუსების მოგონილი ჰგონია, სინამდვილეში Одноклассники.ru — ამერიკული საიტის Classmates.com-ის ანალოგია.
და საერთოდ, საიტის მიზანია რომ დიდი ხნის უნახავი ადამიანები, სხვა ქვეყანაში მცხოვრები ნათესავები თუ დაკარგული სკოლის მეგობრები დააკავშიროს ერთმანეთს. მაგალითად ბებიაჩემმა თავისი სკოლის ამხანაგები ნახა და ძალიან გაუხარდა...
მაგრამ ამან უფრო მაშტაბური ხასიათი მიიღო დამეთანხმებით და მოლოდინსაც გადააჭარბა. ეს კი ნამდვილად სწორი მენეჯმენტის შედეგია. საიტი ჯერ უფასო იყო შემდეგ კი როცა გლობალური გახდა, ნელნელა ფასებიც გამოჩნდა. ჰოოოდა აი ზუსტად მაგას მოჰყვა, რომ შარშან ზამთარში მომხმარებლებმა ბოიკოტიც კი დაგეგმეს...
მთავარი კონკურენტი ზემოდხსენებული საიტისა გახლავთ vkontakte.ru, ბევრი არაფერი განსხვავებაა მათ შორის ორივე ერთი ოხერია, მაგრამ აშკარად ჩანს რომ"ოდნოები" უფრო ასაკოვანი ხალხისთვისაა შექმნილი...
ჩვენთანაც უცებ მოიკიდა ფეხი ამ საიტმა სარეველა ბალახივით. საითკენაც არ გაიხედავ ყველგან ეს გვესმის, "ოდნო", "ოდნო"... ბიჭი გოგო ს თუ გაიცნობს, რას კითხავს პირველად?
-ოდნოში ხაარ?, დაგამატებ..
მეტსაც გეტყვით რესტორნების ქსელიც კი გახსნეს რუსეთში "кафе одноклассники"

მეც მაგრად მომწონს ეს საიტი და ყველას მოგიწოდებთ რომ დარეგისტრირდეთ (ირონიით გაჯერებული ნათქვამი)

No comments :

Post a Comment