mogiceviat navti


в... აბა ვინ მეტყვის რა სარგებლობა მოაქვს თამბაქოს?..

მეოცე საუკუნეში ამ ეპიდემიის მსხვერპლი 100 მილიონი ადამიანი გახდა. ჩვენს დროში წელიწადში 5,4 მილიონი ადამიანი ტოვებს ამ ბედკრულ წუთისოფელს თამბაქოს დახმარებით. ასე თუ გაგრძელდა 2030 წლისათვის ეს ციფრი 8 მილიონამდე გაიზრდება..
სარგებელი?

- სარგებელიც მოაქვს, მაგრამ არა მწეველებისთვის არამედ ბიუჯეტისთვის და ფრიად დიდიც. ამერიკის შეერთებული შტატები წელიწადში 200 მილიარდ დოლარს იღებს თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებისგან.
2030 წლისათვის თამბაქოსგან განწირულების 80%-ზე მეტი მოვა განვითარებად ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკა იქნება აღმავლობის გზაზე მდგომი (ნუ გეშინიათ ეგ ჩვენ არ შეგვეხება).
ყველას კარგად მოგვეხსენება რომ მოკლეა წუთისოფელი, ბოლოს მაინც უნდა მოვკვდეთ და რატომ დავიკლოთ სიამოვნება? ჯანმრთელი სიკვდილი ხომ უაზრობაა.. მოვწიოთ, დავლიოთ და არ დავიკლოთ სიამოვნებანი ამა სოფლისანი. მოვასწროდ მანამ სანამ დაგვდგონია ცელიანი კაცი თავზე.
ერთ ასეთ ექსპერიმენტსაც ქონია ადგილი. უნდოდათ ბავშვებისთვის ეჩვენებინათ, თუ როგორი მავნებელი არის მოწევა და დალევა. აიღეს ნიკოტინით და სპირტით სავსე ორი კოლბა, ჯერ ერთში მერე მეორეში ჩასვეს ჭიები. ორივე ჭია მოკვდა. დასკვნის გაკეთება თხოვეს ერთ-ერთ ბავშვს. მან განაცხადა: " რომ არ გაგვიჩნდეს ჭიები, უნდა დავლიოთ და უნდა მოვწიოთო.
>>>>>>>>>>>>> iuda

No comments :

Post a Comment