35 წლის მღვდელი ტაძარში უცნობმა პირმა 19 ნოემბერს გვიან საღამოს მოკლა. დამნაშავე ტაძარში ნიღბით შევიდა, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ მლოცველები და წინამძღვარს ხმამაღლა გვარით მიმართა.

როდესაც მოძღვარი გამოვიდა, ბოროტმოქმედმა, სავარაუდოდ კავკასიელმა, მას თავსა და მკერდში 9 მმ კალიბრის პისტოლეტიდან ესროლა. მკვლელმა წინამძღვრის თანაშემწე 41 წლის ვლადიმერ სტრელბიცკოვიც დაჭრა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ორივე სასულიერი პირი მრევლმა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც სისოევი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა.
No comments :
Post a Comment