tatooo

თეოფელ გოტიე(1811-1872)ფრანგული პროზის ერთ_ერთი ყველაზე დახვეწილი წარმომადგენელი წერდა:"ადამიანი ინსტიქტყრად გრძნობს,რომ მორთვა-მოკაზმვა ის გადაულახავი ზღვარია,რომელიც მას ცხოველისაგან განასხვავებს,ამიტომაც,მოათავა რა თავისი სამოსის ამოქარგვა,იგი საკუთარი სხეულის მოხატვას შეუდგა".
ფრანგმა ესთეტმა,ერთი უზუსტობა დაუშვა,"ადამიანმა მხატვრული ექსპერიმენტები ჯერ საკუთარ თავზე ჩაატარა და მერეღა მიჰყო ხელი ტყავ-სამოსის მორთვას".ამასთანავე,იმ ესთეტიკურ ფენომენს,რომელზედაც ესოდენ ხატოვნად წერდა გოტიე,წინ უსწრებდა წმინდა ფუნქცილნალური დანიშნულება სვირინგისა:კანზე ამოტვიფრული სიმბოლო მეტყველებდა,რომ მისი მფლობელიგარკვეულ სოციალურ თუ რელიგიურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.ზოომორფოლულ გამოსახულების შემთხვევაში,როგორც წესი,სვირინგი დამცავი ამულეტის ფუნქციასაც იძენდა.აქ იგივე მაგიური"ძალთა მოტაცების'მექანიზმი მოქმედაბდა,რაც ზოომორფულ ნიღბებში,ითვლებოდა,რომცხოველის გამოსახულებასთან ერთად ადამიანს მისი თვისებებიც გადაეცემოდა.საზოგადოდ იდენტიფიკაციის ნიშნებით ''თვითაღჭურვას" კონკრეტული მიზანი აქვს,ის ვინც თავის თავს გარკვეულ დაღს ასვამს,ისწრაფვის წარმოაჩინოს თავისი კუთვნილება(თუ ერთგულება)იმისადმი(იმათდამი) რაც ამ ნიშნით არის სიმბოლიზირებული.თავის მხრივ,ნიშნისაგან ელიან,რომ ის რაღაცნაირად გამოხატავს"მადლიერებას"იმ ინდივიდისადმი,რომელმაც ეგზომ დემონსტრაციულად დაუქვემდებარა თავი ამ სიმბოლოს.სწორედ ამაში მდგომარეობს ტატუირების,როგორც დამცავი თილისმის მაგიური თვისება.
ცნობილია უძველესი სკვითური,ბალკანური ტატუირება.იქ სადაც სვირინგის მსურველნი შავკანიანები იყვნენ(აფრიკაში უპირველეს ყოვლისა)ნემსის ჩხვლეტით შესრულებულ ნახატს საგანგებოდ დასერილი კანის ნაწიბურებით შედგენილიორნამენტები ამ,ჯობინეს.
ტატუირებას,როგორც სოციალურ ფენომენს ევროპაში საწყისი მეზღვაურებმა დაუდეს.ერთგვარი ნეგატუიურიელფერი სვირინგსიმიტომ ქონდა ,რომის დამღის ასოციაციას იწვევდა,ხოლო დამღა კი ძველთაგანვე სამარცხვინო ქმედების ხილული სიმბოლო იყო.აქ დიუმას"სამი მუშკეტერი"მკითხველს უთუოდ,ლამაზმანი მილედის მხარზე ამონაშთული,"პროფესიის"დამღა გაახსენდება.მაგრამ არის კიდევ უფრო დრამატული და ისტორიულად დადასტურებული,შემთხვევებიც.მეთექვსმეტე საუკუნის პოლონელ მოქანდაკეს,ვიტ სტვოშს(კრაკოვში ღვთისმშობლის ტაძრის განუმეორებელი საკურთხევლის ავტორს)ნიუნბერგის სასამართლომ 1503წელს მიუსაჯა შუბლზე სამარცხვინო დამღის ამოშანთვა თამასუქის გაყალბებისთვის.
მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში სხვა რომანტიულ ნოვაციებთან ერთად ტატუირებისადმი ინტერესიც გაჩნდა,თუმცა ზოგიერთს ფენომენი ანტისოციალურად მიაჩნდა. ა.ლოოსი წერდა :"ის, ვინც ტატუირებას მიმართავს,ან დამნასშავეა,ან დეგრადირებული არისტოკრატი".ტატუირების მოწინააღმდეგეებს დიდი სამსახური გაუწია ცნობილი იტალიელი ფსიქიატრის და კრიმინალისტის


ჩეზარე ლომბროზოს1876წელს გამოქვეყნებულმა შრომამ,რომელშიც ამტკიცებდა,რომ სვირინგისადმი სპეციფიკური მისწრაფება,მორალურ "დაფექტებსა"და "დანაშაულებრივ მიდრეკილებეზე"მიანიშნებს
ერთი საუკუნის შემდეგ,როდესაც ევროპისა თუ ამერიკის საზოგადოებრივ აზესა და ესთეტიკაში სულ უფრო ძლიერდება"ახალგაზრდული ორიენტაცია",ტატუირებას საბოლოოდ ჩამოსცილდა კრიმინალური ელფერი(ვფიქრობთ მაგიურიც"და თვითდამკვიდრების, თვითგამოხატტვის "ახალგაზრდული ამბოხის",ნონკონფორმიზმის სიმბოლოდ იქცა.ხშირ შემთხვევაში ამ სიმბოლოს დამოუკიდებელი,ეგზოთიკური ხიბლიც ახლავს.


>>>>>>>>>>>>>>>>>>> stiqia

1 comment :

  1. საინტერესო სტატიაა

    ReplyDelete