იოგა



   მილიონობით ადამიანისთვის აღმოსავლეთში იოგა არის ცხოვრების გზა, რომელიც განსხივოსნებულია ფილოსუფიურ-რელიგიური იდეებით. აქედან ცხადია იოგა რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემაა. იგი ჩაისახა და აღმოცენდა აღმოსავლეთში, ინდოეთში, იქაური რელიგიების წიაღში. იგი ერთ-ერთია ინდოეთის 6 ფილოსოფიური სკოლიდან.
   ფუძემდებლად ითვლება ბრძენი პატანჯალი(ძვ. მეორე საუკუნე). ამ სისტემის თანახმად ჭეშმარიტების შემეცნებისა და პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელია ნათელი გონება, სულისა და სხეულის განწმენდა.
   სიტყვა "იოგა" მომდინარეობს ზმნის ძირიდან "იუჯ", რაც სანსკრიტზე ნიშნავს ერთად შეკონვას, შეუღლებას. გადატანითი მნიშვნელობით - კავშირს, ჯგუფს, ჯამს. იგულისხმება პიროვნული , კონკრეტული "მე-" ზიარება უზენაეს "მე-სთან". გამოიყოფა 2 ძირითადი მიმართულება :
ტიბეტური იოგა(ბუდიზმი) და ჩინური იოგა(დაოიზმი).
   იოგას სახეები, ანუ ბილიკებია :
1) ჟნანა იოგა - კავშირი ცოდნით, შემეცნებით.
2) ბჰაქთი იოგა - კავშირი სიყვარულით.
3) კარმა იოგა - კავშირი მსახურებით,  საქმით.
4) მანტრა იოგა -  კავშირი სიტყვით.
5) ჰათჰა იოგა - კავშირი სხეულის კონტროლით.
6) რაჯა იოგა - კავშირი გონებრივი კონტროლით.
ყველაზე პოპულარულია ჰათჰა და რაჯა იოგა.
  იოგა ქადაგებს თვითგაწმენდის 8 საშუალებას, ესენია :
1)იამა - თავის შეკავება, ანუ დათმენა ცოდვებისა. სიცრუის, ქურდობის, მრუშობის.
2)ნიამა - კულტურა, რაც გულისხმობს სულიერი და ფიზიკური ცხოვრების დახვეწას, სხეულის მოვლას, სისუფთავეს. კვების რეჟიმს, აგრეთვე აკლიმატიზაციის უნარის შეძენას.
3)ასანა - ფიზკულტურა ჯანმრთელობისთვის, მეტადრე ნერვიული სისტემისთვის.
4)პრანაიმა - სუნთქვითი სისტემის მოწესრიგება.
5)პრატიაჰრა - ემოციების დაძლევა.
6)დრაჰანა- ყურადღება.
7)დჰიანა - ჭვრეტა და
8)სამადჰი - გონების კონცეტრირება რამეზე.
   ამტკიცებენ რომ მაღალი რანგის იოგებს შეუძლიათ მხეცის მოთვინიერება, საგნის დემატერილიზაცია - მატერილიზაცია, წინასწარმეტყველება, დახშულ ოთახში შესვლა, 4 სტიქიის : მიწის, ჰაეწრის, წყლის და ცეცხლის დამორჩილება, ტელეპატია, ტელეკინეზი და სხვა. თუმც ამ ყველაფერს ერთგული იოგები უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ.
   იოგა ასწავლის : ღმერთი არის ბუნებაში და ბუნება არის ღმერთში. ესაა პანთეისტური მოძღვრება, რადგან მსოფლიო სულისა და კოსმიურ ძალას იაზრებენ სამყაროს მსგავს არსებად და ყოველივე ხილულისგან განუყოფელ სუბსტანციად.
  საინტერესოა იოგას მიმართება ქრისტიანობასთან, მათი აზრით ქრისტეს ცხოვრება არის  ძვირფასი მაგალითი ჩვენთვის, მაგრამ ქრისტე არ არის უნიკალური. ქრისტიანობა აბსოლუტის მიერ შთაგონებული ერთ-ერთი მოძღვრებაა. გვახსენდება რამა კრიშნას სიტყვები: - "არ დაგავიწყდეს არასოდეს, როგორც დიდ ადამიანს, რომ ქრისტე, კრიშნა და ბუდა უნაპირო ოკეანის ტალღებია და შენ ხარ ოკეანე".


3 comments :

  1. vaime ras vxedav amas sul araobas iyos postia amin gisminos nesvma.

    e dgis foto ar varga ara!

    ReplyDelete
  2. კოვზებს ნუ ჩაყრი ნაცარში

    ReplyDelete