ნიუსები



საინფორმაციო სააგენტო `ჯოისტიკი~ ლევან სინაურიძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაიცვალა ლევან სინაურიძე. სავარაუდოდ გუშინ გვიან.

ს.ს. `დაუმალეთ ბავშვებს კამფეტი~ იუწყება რომ სოლომონ მეფის ქუჩას არ მიეწოდება წყალი. ხალხი აბობოქრდა და მოითხოვენ მონარქიის აღდგენას. ერთ-ერთი ქალი ამბობს:
`აი აქანე მეფე მინდა რო ბოვშ დაავალევიო და ჭურჭლები ამოვრეცხოო..~ მეფე კიარა წყალი გდომიათო უთხრა მას კოტემ.

ჩვენი მოძმე ლაგოდეხის რაიონის კოლმეურნეობა ამაყობს ახალი ჯიშის მურა საზამთროთი, რომელიც გამოიყვანა ერთერთმა კოლმეურნემ: ამეთვისტო ნაზარმაევმა, ის ამბობს რომ საზამთრომ შეიძლება კაცი გააოგნოსო... თუ თავში დაგეცათ განსაკუთრებით მაშინო.

სს. `სიმი მოჭიმე~ ამბობს რომ ამა წლის 27 თებერვალს მოხდება მიწისძვრა.

სს. `ვენოკი~ აცხადებს რომ საინფორმაციო სააგენტო `სიმი მოჭიმეში~ დეგენერატები და დავებულები მუშაობენ.

ს.ს. `ბოკვერი~ იუწყება რომ ქარმა ქუთაიში დააზარალა დიდი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ყველასათვის საყვარელი და სათნო პიროვნება, 64 წიგნისა და 895 საგაზეთო სტატიის ავტორი, პროფესორი, ფილოსოფოსი პუბლიცისტი, აკადემიკოსი, შვილიდემიკოსი>>> ოხროხინე ლურტყე. ბატონი ოხროხინე ამბობს რომ ქარმა თავის ნამდვილი სახელი და გვარი: სულიკო გამეზარდაშვილი წაართვა და ოხროხინე ლურტყე მოართვა.

ს.ს. `შაიბა~ აცხადებს რომ ნატო საქართველოს შორის ბაწარი გაიბა.

ს.ს. `თავი მოგვეჭრა~ აცხადებს კონკურსს სიგრძეზე ფსმაში. გვერდზე ხტომაში და ჩავარდნა კომაში.

No comments :

Post a Comment