სახეწიგნი


    ვაგრძელებთ რუბრიკას „რა მეშველებოდა სოციალური ქსელები რომ არ იყოს“. სპაიდერმენი გაგვიბამსო ქსელებსო... ამ კომიქსებმა და ამერიკულმა ფილმებმა მთლად დააჩლუნგა ხალხი. ეხლაც ამერიკულ ქსელზე გვექნება საუბარი. არა, სპაიდერმენი არაფერშუაშია, სოციალურ ქსელზეა საუბარი, კერძოდ სახეწიგნზე. (ვმეტყველებთ ეროვნულ ქართულ ენაზე)
    ეს ქსელი თავდაპირველად აერთიანებდა მხოლოდ ამერიკელ კოლეჯის სტუდენტებს, მათთვის შეიქმნა, ეხლა კი მთელი მსოფლიოს მაშტაბითაა პოპულარული . 2007 წლის ბოლის 60 მილიონი მომხმარებული იყო დარეგისტრირებული სახეწიგნზე.
    დრესდღეობით, თუ მეგობარი არ გყავს ამისათვის აღარაა საჭირო ქუჩაში გასვლაც კი. ორი სამი დაკწკაპუნება და ჰოი საოცრებავ, მეგობარი გყავს უკვე, იცი მასზე ყოველივე მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო,. რას ჭამს, რა აცვია და ტუალეტში როგორ ხშირად დადის. მიდის ტექნიკა წინ, მარტივდება ყველაფერი, სულ უფრო თხელი ტელეფონები გამოდის და ასე, პროგრესია გენაცვალე.
  მიუბრუნდეთ ჩვენ საახეწიგნს. როგორც კი დარეგისტრირდებით, უმალ გნახავენ ძველი ნაცნობები, ოვაციებით შემოგეგებიან და მეგობრებში დაგიმატებენ. თქვენც დაამატებთ თქვენს სურათებს,(იმათ ამოარჩევთ სადაც დაჭყანულად არ გამოიყურებით რათქმაუნდა).
    ეს ყველაფერი კრგი, სტანდატრული სოციალური ქსელის ფუნქციებია, მასეთები მრავლადაა, ვკონტაკტე.რუ, ოდნოკლასსნიკი.... მაგრამ სახეწიგნს კიდევ ბევრი საინტერესო მასხრობებიც აქვს. მაგალითად, თუ თქვენ ქალაქში ცხოვრობთ საერთო ბინაში, არც აგარაკი გაქვთ და არც სოფელი  , სახეწიგნი უნიკალურ შანსს გთავაზობთ, ვირტუალურად ეზიაროდ მიწათმოქმედებას და ძალები მოსინჯოთ სოფლის მეურნეობაში. გააშენეთ ფერმა, თოხნეთ, ბარეთ, ძროხებს მოუარეთ. შინაური ცხოველები გიყვართ ან თევზები არ გყავთ? არც ეგაა პრობლემა, სახეწიგნზე ეს ყოველივე მოგვარებულია.


პარატა ამონარიდი ერთი დიალოგიდან:
- ...
- ...
- ოდნოში ხაარ?
- ვიყავი, მაგრამ ეხლა აკაუნტი გავაუქმე. იცი, ბანძობაა უკვე, ძაღლი და ღორი იქაა დარეგისტრირებული.
- ააა.
- ეხლა facebook-ზე ვარ. აუ ძაან ქულია შენ სიცოცხლეს ფიცავარ. ოდნოს პონტია მარა უფრო დასტოინია და ბანძი არაა.
- ვაა.
- პკ პკ გავიქეცი მე, თორე მალინა მაქ დათესილი და ორ საათში თუ არ ავიღე მოსავლის გარეშე დავრჩები წროულს.

No comments :

Post a Comment