placebo

პლასებოს, მათი უჩვეულო იმიჯისა და მუსიკის გამო, ხშირად Nirvana-ს ერთ-ერთ ახალ ვერსიად მიიჩნევდნენ. მულტი-ნაციონალური ჯგუფი ბრაიან მოლკომ, ( გიტარა, ვოკალი) და სტივენ ოლსდალმა ( ბასი) შექმნეს. მოლკო ნახევრად შოტლანდიელი, ნახევრად კი ამერიკელია. ხოლო ოლსდალი წარმოშობით შვედია. ბავშვობაში ორივე ერთ სკოლაში სწავლობდნენ ლუქსემბურგში, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ 1994 წლამდე, როდესაც სრულიად შემთხვევით შეხვდნენ ლონდონის მეტროში. ახლოს გაცნობის და დამეგობრების შემდეგ სტივენი და ბრაიანი მიხვდნენ, რომ საერთო ინტერესები ჰქონდათ და მალე ჯგუფი ჩამოაყალიბეს. პლასებოს დრამერები სხვადასხვა დროს იყვნენ: სტივ ჰიუიტი და რობერტ შულტზბერგი.
სტივენმა და ბრაიანმა ჰიუიტი არჩიეს, მაგრამ მან ცოტა ხანში თავის ძველ ჯგუფთან, Breed-თან დაბრუნება გადაწყვიტა და ის კვლავ შულტზბერგმა შეცვალა.
პლასებომ გააფორმა კონტრაქტი Caroline Records-თან და ჩაწერა პირველი ალბომი 1997 წელს, რომელიც ისეთ ჰიტებისგან შედგებოდა, როგორიცაა Nancy Boy და Bruise Pristine. მალე ჯგუფმა დიდ ბრიტანეთში პოპულარობა მოიპოვა. დიდი წარმატების მიუხედავად შულტზბერგი პლასებოს დანარჩენ წევრებს ბევრ რამეში ვერ უთანხმდებოდა, ამიტომ მოლკოს სტივ ჰიუიტის დარწმუნება მოუწია, რომ ჯგუფში დაბრუნებულიყო.
ჰიუიტის პირველი კონცერტი პლასებოსთან ერთად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ისინი დევიდ ბოუიმ მიიწვია თავის 50-ე დაბადების დღის აღსანიშნავ კონცერტზე ნიუ იორკში (Madison Square Garden, 1997). შემდეგ წელს Caroline Records, Virgin Records-მა შეცვალა და გამოვიდა ალბომი: Without you I'm nothing, რომელიც დიდ ბრიტანეთში საკმაოდ კარგად იყიდებოდა. ამ ალბომით MTV-ც დაინტერესდა და აიტაცა სიმღერა Pure Morning. შემდეგი სიმღერები და კლიპები არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ამავე პერიოდში ჯგუფმა ჩაწერა T. Rex's classic "20th Century Boy"-ს ქავერ ვერსია, ფილმისთვის Velvet Goldmine, სადაც ჯგუფის წევრები მონაწილეობდნენ. დევის ბოუისა და პლასებოს თანამშრომლობა კვლავ გრძელდებოდა. მათ ჩაწერეს სინგლი Without you I'm nothing , ამავე სახელწოდების ალბომიდან (გამოვიდა 1999 წელს).
2000 წელს გამოვიდა მესამე ალბომი, სახელწოდებით Black Market Music, (ინგლისი). რამდენიმე თვის შემდეგ გამოჩნდა ამავე ალბომის ამერიკული ვერსია, რომელიც სულ სხვა სიმღერებისაგან შედგებოდა და დამატებული იყო ტრეკი ბოუისთან ერთად, ასევე Depeche Mode "I Feel You"-ს ქავერ ვერსია. სიმღერები Slave to wage და Taste in men მალევე გაჰიტდა. მიუხედავად ამისა ალბომი არც ისე ძლიერი გამოდგა, იგი უცბად მოვიდა და უცბადვე გაქრა ამერიკული ჩარტებიდან.
2003 წლის გაზაფხულზე ჩაიწერა მეოთხე ალბომი: Sleeping With Ghosts, ხოლო სინგლი The bitter end ევროპაში ჰიტი გახდა.
და ბოლოს, 2006 წელს გამოვიდა ჯერჯერობით ბოლო ალბომი Meds, რომელშიც შედის მაიკლ სტაიპის (R.E.M) და პლასებოს ერთობლივი ნამუშევარიც.

No comments :

Post a Comment