it`s your chance!!!


მუსიკა — ჰაერის პოეზია. ჟან პოლი



`ძალიან მალე, რადიო "ძველი ქალაქის" პირდაპირ ეთერში იწყება მუსიკალური პროექტი "მეხუთე სართული". ვისაც გსურთ, რომ თქვენი შემოქმედება გახდეს უფრო ცნობადი, მიიღე მონაწილეობა პროექტში. შემოდი www.mexutesartuli.ge გადმოწერე ანკეტა, შეავსე და გამოგვიგზავნე. პროექტში გამარჯვებული 2 მონაწილე გახდება წლის მუსიკალური მოვლენის ალტერვიზიის რეზიდენტი. ჩვენ თქვენ დაგროკავთ. მეხუთე სართული!!!
საქვეყნოდ ცნობილ სახეწიგნად წოდებულ facebook ში მომწერა ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა აკომ ეს დღეს.
პრინციპში მე ამ პროექტის შესახებ ცოტა ადრეც ვიცოდი და მათ ლამაზ ბლოგზეც გახლდით...

საკმაოდ საინტერესოა მინდა გითხრათ ახალგაზრდა ახალბედა და საზოგადოებისთვის უცნობი შემსრულებლებისათვის
აღნიშნული პროექტი, მითუმეტეს სიახლეებით არც ისე გამდიდრებულ იმერეთში...

ასე რომ არ დაკარგოთ თქვენი შანსი.

იყავით აქტიურები!!!
წარმატებები ყველას მათ შორის აკოს და ამ პროექტს! :) +5 ჩემგან

No comments :

Post a Comment