შენ დაუკარ..

 ისინი აგრძელებენ მოღვაწეობას. ვინ?  - ისინი ვინც ცხოვრობს დევიზით „ილოს რად უნდა ცხვირი“. და აი მორიგი აქტი მათი მახვილგონიერებისა დაფიქსირდა ჩვენს ქალაქში.

  გამოითქვა მაშინათვე ვარაუდები, თუ რა მოტივი უნდა ქონოდა ამ შემოქმედების ავტორს. მაგალითად: ვინმე ნასვამი იყო, ქალი დაინახა, რაღაც გრძნობები გაუღვივდა და ჩახუტება ცოტა ძლიერი მოუვიდა. ან ნასვამი ძმაკაცები მოდიოდნენ ღამით, დამეთანხმებით რომ ნასვამზე რათქმაუნდა მოგინდება ცეკვა სიმღერა და გართობა, აი მოუნდათ მაგათაც, დაინახეს ინსტრუმენტიანი მანდილოსნები მაგრამ რატო არ უკრავდნენ ეს უკვე ვეღარ გაიგეს და ალბათ მაგიტომაც მოუვიდათ უთანხმოება.. ვარიანტები ბევრი შეიძლება იყოს.. მაგრამ ფაქტია რომ აი ასე გამოხატავენ აგრესიას დღევანდელი ჩვენი თანამოქალაქეები. არადა ბევრი სახით შეიძლება აგრესია გამოხატო ადამიანმა, ეს იმათ არ ეხებათ ვინც სპორტით და რაიმე ისეთი საქმითაა დაკავებული რომელიც ფიზიკურ ძალისხმევას და ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს. მაგრამ სხვებმა რა ქნან??? ფაქტია რომ მოზღვავებულ აგრესიას გარეთ გამოტყორცნა უნდა და ეს ხდება კიდეც, სხვადასხვა ფორმით.. უამრავი ხერხი არსებობს ამისათვის. ზოგს აგრესიული მუსიკა იზიდავს და ასე იხარჯება, საზღვარგარეთ არის ფირმები სადაც მიხვალ და გარკვეული საფასურის შედეგად გაძლევენ დიდ ჩაქუჩს და ერთ ძველ მანქანას, შემდეგ ურტყი და დალეწე რამდენიც გინდა.  ან კიდევ, სამზარეულოს იმიტირებულ ოთახში შეგიძლია დალეწო ყველანაირი ჭურჭელი. ფანტაზიას გააჩნია.. ხოდა ვისაც არ აქვს ეს ფანტაზია, მშვენივრად ახერხებს ამას ძეგლებზე...



No comments :

Post a Comment