წყარო http://iaponia.wordpress.com/2010/06/30/%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A0%E1%

იაპონელები როგორც თავაზიანი ერი

9 Votes

საყოველთაოდ ცნობილია , რომ იაპონელები ყველაზე მოკრძალებული , ტრადიციების დამცველი და ზრდილობიანი ერია. ზრდილობა იმდენად აქვთ გამჯდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში , რომ სალანძღავი ლექსიკაც არ გააჩნიათ. ყველა საუბარი თუ დიალოგი თავაზიანად მიმდინარეობს და ყოველთვის იხმარება სიტყვა ბოდიშით (すみません – sumimasen) ან უკაცრავად (ごめん – gomen).

სასტუმროში , მაღაზიაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში სტუმარს ყოველთვის თავაზიანად და სტუმართმოყვარეობით იღებენ. ქუჩებში , ბაღებში , საზოგადოებრივ დაწესებულებებში შეიძლება შეხვდეთ წარწერებს , რომლებიც ხალხს მოუწოდებს თავაზიანობისკენ. იაპონიაში არავის უკვრის მაღაზიის ალერსიანი , მომღიმარი გამყიდველი , ყურადღებიანი ტაქსის მძღოლი , ზრდილობიანი ოფიციანტი.

იაპონელების თავაზიანი მისალმება

იაპონელების მისალმება და დამშვიდობებაც ერთი დიდი რიტუალია.მისალმების დროს იაპონელები ერთმანეთს მოკრძალებით უკრავენ თავს. მოკითხვის შემდეგ დამშვიდობება ხდება ასევე მოკრძალებით და უაკნ უკან თავის დაკვრით , ანუ ზურგის შექცევა დიდ უზრდელობად ითვლება , დამშვიდობების შემდეგ სამი მეტრით უკან სვლის შემდეგ ორი იაპონელი აგრძელებს თავის გზას. ერთი სიტყვით იაპონიაში ყველაფერს თავაზიანობის ბეჭედი აზის.

თავაზიანობის დემონსტრაცია ხდება ჩაის სმის დროს , როდესაც მასპინძელი ყველანაირად ცდილობს სასიამოვნო და ესთეთიკური განწყობა შეუქმნას სტუმარს. ჩაის ცერემონიალის მომზადებაც დიდი აკურატულობით და რუდუნებით ხდება.

ამ 130 მილიონიან კუნძულოვან ქვეყანაში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა იაპონელია. რათქმაუნდა არსებობს მცირე პროცენტი უცხოელი მოსახლეობის რომლებიც დიდ ქალაქებში არიან განლაგებულები , ეს პროცენტი არანაირად არ უშლის ხელს იაპონელებისთვის რამე ეტიკეტის ან წესების გაუქმებას.

იაპონელების თავაზიანობის მიზეზი ეფუძნება იაპონიაში გავრცელებულ რელიგიებს რომლებშიც ერთ ერთი მთავარ მორალს წარმოადგენს ადამიანების ერთმანეთთან პატივისცემა , მშობელის , უფროსისადმი მორჩილება , ბუნების მიმართ პატივისცემა. ყველაფერმა ამან განსაზღვრა იაპონური ქცევების და წესების თავისებურებანი რაზეც იაპონელები სამაგალითო და სტაბილურ საზოგადოებად ჩამოაყალიბა.

No comments :

Post a Comment