„ზაზა ბურჭულაძე არის თახსირი“



ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო მიუზიქ ჰოლში რამოდენიმე დღის წინ გამართულა ჩვენდა გასაოცრად კრებულის პრეზენტაცია,
საინტერესოა რატომ არაფერი ვიცოდით???
და მადლობა ზაზას რომ მან ეს გაგვაგებინა ის რომ არა როგორც ყველა მომაბეზრებელი წიგნის რიგითი პრეზენტაცია ეგევ ალაფურშეტით და ტუჩზე კოცნით დასრულდებოდა :დ
არ ვიცი რას დავბრალო ზაზას სიტყვების ესოდენ პოპულარობა?
ინტელიგენციის პროტესტი???
(არის მოარული ვერსია, რომ ინტელიგენტებს გაუგიათ რომ ბოლოს ალაფურშეტი არ ყოფილა გათვალისწინებულიო და წინასწარ გამზადებულ ერთჯერად პარკებსაც ეკარგებოდა ვარგისიანობა...:)
ამ ამაზზრზენი ამბების შესახებ ჩვენ რამოდენიმე იქ მყოფ „ინტელიგენტს“ დღეს გავესაუბრეთ:

გასაუბრება 1
(დისლოკაცია ერთ ერთი ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, მოქმედი პირნი ინტელიგენტი პირობითად ჭური მე-ღვინო)
-გაუმარჯოს ბატონ ჭურს!
-გაგიმარჯოს ღვინო ბიძია!
-ბატონო ჭურ რა მოხდა ამ რამოდენიმე დღის წინ ოპერაში?
-რავიცი ბიძია მე სიმართლე გითხრა მეძინა და (პირობითად) ღენჭო როა ხო იცი პოეტი მაგან გამაღვიძა ადეგი პროტესტის ნიშნად ვტოვებთ დარბაზსო. სიმართლე გითხრა კაი გაღვიძებული არ ვიყავი და დიდად ვერ მოვედი აზრზე რა მოხდა და რატომ წამოვედით იქედან ქელეხში... ვისი ქელეხი იყო არც ის ვიცი....
-რა აზრის ხართ ზაზა ბურჭულაძეზე?
-ზაზა ბურჭულაძე არის თახსირი მაგან და გამსახურდიამ დააქცია საქართველო!
-ბატონო ჭურ თქვენ ცდებით ჩვენ თანამედროვე მწერალ ზაზა ბურჭულაძეზე გეკითხებით?
-მოიცა (ამბობს და ჯიბიდან ფურცელს იღებს, იწყებს ხმადაბლა კითხვას: „ზაზა ბურჭულაძემ ბოზები დაგვიძახა ტელევიზია რომ მოვა ეს დაიყვირე).... უი რავა არ ვიცი ზაზა ბურჭულაძე არის ერის სირცხვილი და ნაძირალა!!! მაგან შეურაწყოფა არამარტო ქუთაისს მიაყენა არამედ ყველას ჩვენ ინტელიგენტებს! (ყურებს იზელს ცხვირი გაწითლებული აქვს და ერთიანად ძიგძიგებს... ცივა...)
-კარგით ბატონო ჭურ აბა კარგად!
-მეიცა ღვინო ბიძია ერთი 10 ლარი არა გაქ მათხოვე პეწე ხანს?
-არა!
-რაიყო ხომ არ გეწყინა რამე ბიძია?
-არა
-ხო კაი აბა და არსად დაგცდეს ფული რომ მინდოდა....

გასაუბრება 2

(ავტობუსი პირობითად ჩურჩხელა, თხილი და მე- ძაფი)

-გამარჯობათ ქალბატონებო!
-ოჰ რავა ხარ ძაფიელა ბიჭო?
-გმადლობთ კარგად თავად?
-რავა ვიქნებით, ვართ ნელ ნელა...
-რას იტყვით ოპერაში განვითარებულ მოვლენებზე (თან ზაზა ბურჭულაძის შიშველ ფოტოს ვაჩვენებ)...
-ტიტუუუუუუუუუუუ!!! -კივილი
-რა გაკივლებთ ქალო! გამწარდა მძღოლი
-ეს გარეწარი ესსსსს!!!! ამის დაწერილი წიგნი როგორ უნდა წაიკითხოს კაცმა!
სად იყო ჩვენს დროს თხილ ქალო ამნეირი უმსგავსობა და უსვინდისობა???
-არა ჩურჩხელ შენ გენაცვალე არაა!!!
-ქალბატონებო ჩავდივარ და დამიბრუნეთ ეს ფოტო
-არა იყოს ამას სხევბსაც ვნახებთ... (ჩურჩულით : ისე ნახე გოგო რავალი მენჯი და რავალი ტანი აქ :ჩახითხითება: )

მოკლედ ბევრი ააწრიალა ქუთაისში ამ სიტყვებმა
„სიცოცხლე ქურდებს სიკვდილი ბოზებს“!
თვითონ ტერმინის და ხალხის აზრის განმარტებას არ ვაპირებ არც იმის გაკიცხვას თუ ვინ და რა მიზეზით განარისხა ამ სიტყვამ.... :დ არც იმათზე საუბარს ვინ რამდენჯერ აგინა ზაზას... :@

ერთი უნდა ვთქვა მაინც
ზაზამ გვაჭამა ქუთაისს:დ
მან ის გააკეთა რაც უნდოდა
დასამახსოვრებელი გახადა მისი ვოიაჟი ჩვენთან
და მის ეპატაჟურ იმიჯს +5 ქულა პირად საქმეში.....

საღოლ ზაზა! საღოლ ინტელიგენცია!
საღოლ მე! რამხელა პოსტი დავწერე რაღაც ყლეობაზე :)

No comments :

Post a Comment