აწიე ტრაკი და გამორთე დენი- დედამიწისთვის!


ჩვენი დროით,საღამოს რვა საათსა და ოცდაათ წუთზე შუქი ერთი საათით გამოირთვება მსოფლიოს 131 ქვეყანაში და სხვადასხვა ცნობილ შენობებში, მათ შორისაა: სიდნეის საოპერო თეატრი, სან-ფრანცისკოს "გოლდენ გეით" ხიდი, რომის კოლიზეუმი, კუალა ლუმპურის პეტრონასის კოშკები, ნიუ იორკის ემფაირ სთეით ბილდინგი, ეიფელის კოშკი პარიზში, ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში, სფინქსი და პირამიდები გიზაში.

საქართველოში აქცია პირველად 2007 წელს განხორციელდა.

შენ ინტერნეტ მოქალაქევ!

წელს მაინც განახორიციელე პირველად ეს ქმედება! მოეშვი ფეისბუქს ახტი ფეხზე გამორთე დენი ვიკლუჩატელში და დატკბი სიბნელით, მერე ტკბილი 90 იანების მოგონება აღგეძვრება და ნეტარად დაიძინე 3 დღეა არ გიძინია....

ზოგადად საინტერესო აქციაა შუქის გამორთვა დედამიწისთვის!

ჩვენ სრული შემადგენლობით ვუერთდებით აღნიშნულ აქციას და ერთი საათი ვბნელდებით!!!

აქცია ტარდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ინიციატივით და მისი მიზანია მსოფლიო ლიდერთა მიერ სათბურის აირების ემისიების შემცირების თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების მხარდაჭერა.

No comments :

Post a Comment