ახალგაზრდა გამომგონებელთა პლეადა მოდის!




გუშინ ანუ 30 აპრილს ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქართულ თურქულ სკოლაში გაიმართა ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლიმპიადის რეგიონალური ტური. აღნიშნული ოლიმპიადა ტარდება ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით! მხარდაჭერას პროექტს წამყვანი ქართული კომპანიებთან ერთად საქპატენტი უწევს.
დავიწყებ იმით, რომ ზოგადად მე რაიმე ღონისძიებაზე ვმსჯელობ თუ რა მოსაწვევს მომცემენ, როგორი დიზანითაა შესრულები და რა ხარისხისაა :დ ამ მხრივ ამ ღნისძიებამ უახლოესი ხნის რეკორდი მოხსნა მეტად საინტერესო კონვერტში მეტად საინტერესო მოსაწვევი ბარათი, რომელიც მთხოვდა მივსულიყავი ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეხუთე საერთაშორისო ოლიპმპიატიდს რეგიონალურ ტურზე. ოოო რაღაც საინტერესოა გავიფიქრე წამიერად და განვახორციელე ზარი ჩუისთან. :)
ძალიან მეწყინა რომ ჩემს ბავშვობაშ არ იყო ასეთი ტიპის ოლიმპიადები ძალიან საინტერესო ფართოდ მრავალფეროვანი და წყვეტილად ერთფეროვანი. თუმცა ბავშვების მომზადება და მონდომება სასიხარულოა, აგრეთვე სასიამოვნო იყო ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლის დირექტორისა და მოწვეული სტუმრების გაცნობაც, ისინიც აღფთოვანებას ვერ მალავდნენ.



ბოლოს სანაქებო შაურმით თურქული ჩაით და მაწონით გაგვიმასპინძლდნენ.
საერთო ჯამში ნორმალური გამოვიდა, გამოვყოფ რამოდენიმე პროექტს, ერთ ერთი გახლდათ ვერმფრენზე მისამაგრებელი სამაშელო კიბე რომლის მეშვეობითაც დაზარალებულებისა გადაყვანა უფრო კომფორტული და საიმედოა უბედური შემთხვევის ადგილიდან, აგრეთვე საინტერესო იყო, საკვები პროდუქტების მოყვანა წყლის ზედაპირზე, კოპიუტერული თამაში ფიზიკის ფორმულებთან ერთად, ბოტასი რომლით სიარულის დროსაც თქვენ საკუთარი ტელეფონის ელემენტს ტენით, ავტომობილის დამატებუითი მუხრუჭი, მაგნიტური წყალი და აშ.... ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ჯობდა იქ ყოფილიყავით და გენახათ, ნუ გული რომ დაგიმშვიდოთ პატარა ვიდეო აგერ ა. ;)
მასა შე წარმატებები ახალგაზრდა მეცნიერებს და მათ მხარდამჭერებს.
დავამატებდი ერთს, თურქული სტუმარმაინძლობა ძალიან მოგვეწონა ;)
IYIPO art head support by lashagmiri გაასწორა იყიპომ :)

No comments :

Post a Comment