გადაცემა ეპიცენტრი ბლოგერთა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაზე


აბსოლიტურად ჩვეულებრივი დღე იყო, კავკასიურ დაბადების დღეზე ვიჯექი და მომაბეზრებლად ვუმზერდი მომაბეზრებელ რუსულ „კანალს“ სადაც მომაბეზრებლად მომაბეზრებელი „ჯუზონი“ ჟღერდა. 

რა კარგია რომ ტელეფონი არსებობს და მე მაქვს თან ორი ორივე ფანრიანი და ორივე გიორგის ასული...

დამირეკეს და ტრეინიგზე დამპატიჟეს, ცოტა განიმუხტა წნეხი... სასიამოვნო ხმა მამცნობდა სასიამოვნოდ სასიამოვნო ამბავს...

მოკლედ მოვედი... სასიამოვნო ხმა პირვლ დღეს არ დამხვდა... სამაგიეროდ დამხვდა სანდრო!

სანდროსთან მცირეხნიანი უშალო საუბრის შედეგად გაირკვა, რომ ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ჟურნალის „ანაბეჭდის“ ყოფილი თანამშრომელი ყოფილა, აგრეთვე საკმაოდ გენიალური წიგნების სერიის „სანდროს წიგნების“ გამომცემელი...

ამავდრულად სოციალური მედიის ექსპერდი და კარგი ტრენერი.

პირველმა დღემ კარგად ჩაიარა, გავიარედ ზოგადი კურსი სოციალურ მედიაში, კურსანტებმა შექმნეს ახალი ბლოგები და აშ... ჩვენი რეპორტაჟი კი დღეს შეეხება მეორე ანუ დღევნადელ დღეს...

დაწვრილებით რა როგორ რატომ სად საიდან რისთვის და აშ 

უყურეთ გადაცემა ეპიცენტრის ახალ ეპიზოდს და ასე მარტივად იყავით მოვლენათა ეპიცენტრში!!!


No comments :

Post a Comment