საპორტო და სამაისო


რამოდენიმე წუთის წინ გავრცელდა კადრები, სადაც სრულიად სერიოზულად მიმდინარეობს საუბრები ქუთაისის, საპორტო ქალაქად გადაკეთების შესახებ.
წარმოდგენილ მხარეს არც ის დაუმალავს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეორე მხარესთან, ანუ პოსეიდონთან.
აქვე აწ უკვე აყვავებული ეკონომიკამ საპასუხოდ მყისიერად დააყარა სამუშაო ადგილები ქუთაისის 300 არგონავტის სახელობის გემმთმშენებელ ქარხანაში.
ვარციხის პორტში არ წყდება ავტომობილების შემოდინება.
იმერეთი უკვე იქცა თევზჭერის და იკრის ბიზნესის ცენტრად.
და ბოლოს ალბათ ყველას გახსოვთ კადრები, როცა ბავშვებს ხმელეთზე ასწავლიდნენ ცურვას, მავანთა წყალობით ეს კურსები დაიხურა და ის პედაგოგი მოხსნეს...
თუმც დღეს, როცა ზღვა ასე ახლოსაა პასელოკის ბასეინების წინ, მანდარინების ხეივანში გაიხსნა ამ დამსახურებული პედაგოგის ბიუსტი.


No comments :

Post a Comment