მაპატიე დედა! (სკანდალური აღიარება წლების შემდეგ)

ბნელი და ტკბილი ოთხმოცდაათიანებიდან ყველაზე კარგად წითელისა და მწვანის კომბინაცია და მარწყვის წარმოსახვითი გემო მახსოვსმაშინ  რეალური მარწყვი ჯერ კიდევ არ მეჭამა, ამიტომ  საკუთარი გემო შევქმენი...  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დედაჩემმა გადაწყვიტა დამატებითი სამუშაო ეპოვა და ერთ დღესაც შინ ბევრი ფერადი ძაფის გორგალითა და ჩხირებით მოვიდა. ყოველ საღამოს, ჟანგიანი ლამფის შუქზე ქსოვდა პატარა მარწყვებს, შემდეგ რომელიღაც კათოლიკურ ფონდში მიჰქონდა. (მნიშველობა არა აქვს სად, მახვილი სიტყვაკათოლიკეზეა”.)  თითო მარწვი, 50 თეთრი ღირდა, რაც ნავთისსუნიან  ოთხმოცდაათიანებში   მსუქანი თანხა იყო. წარმოიდგინეთ, ერთი მარწყვის ფასად, შემეძლო მთელი 10 ცალი საღეჭი რეზინის ყიდვა! არა , გატყუებთ აქ, ცოტა მეტისაც... მაგრამ გამოგიტყდებით და მაშინ სერიოზულად შემეშინდა. შემეშინდა, რომ მარწყვებისა და ორმოცდაათთეთრიანების ნაცვლად  დედაჩემს კათოლიკეები რწმენას წაართმევდნენ და ჩვენ მოგვიწევდა წიგნების კარადის ზედა თაროზე შემოდებული ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი ღვთისმშობლის ქანდაკებით ჩაგვენაცვლებინა და ყოველ დილით მის წინავე მარიაგვეგალობა.
დღეს დედაჩემი  ისევ მართლმადიდებელია, მარწყვებს აღარ ქსოვს და დისკომფორტს გრძნობს სხვა სარწმუნოების ადამიანებთან ურთიერთობისას. მე_ათეისტი ვარ და ტოლერანტი. ნაქსოვი მარწყვების სანაცვლოდ რწმენას რომ არავინ წაგვართმევდა მაშინ გავაანალიზე, როცა მივხვდი რომ ბებია, რომელიც აზერბაიჯანში დაიბადა და გაიზარდა მუსლიმი კი არა, მართლმადიდებელი იყომოკლედ საკუთარი დასკვნა იმის თაობაზე, რომ რწმენას, რასას, სექსუალურ ორიენტაციას და .. ვერავინ წაგართმევს, თუ შენი ნებით არ დათმე , საკმაოდ ადრე გავაკეთე.
ზოგადად, ქართველები ტოლერანტები ვართ, უცნაურად. არაბეთში მცხოვრები არაბი მუსლიმი ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, საქართველოში მცხოვრები არაბი, რომელსაც მეჩეთში ლოცვის სურვილი აქვს_ უზარმაზარი ტრაგედია და ჩვენი მამულის მტერი. მაშინაც კი, როცა არავინ ცდილობს შენი რწმენა ცეცხლითა და მახვილით წაგართვას შე, რიგით ქართველს გეშინია, ძალიან გეშინია და ცდილობ, რომ მანამ, სანამ ვინმე შენი ტაძრიდან ჩამოხსნის ჯვარს, სხვისი მინარეთი ჩამოშალო... მანამ, სანამ ვინმე მამრი ეცდება შენი ათი წლის შვილი აცდუნოს, მიდიხარ და სახეში აფურთხებ. რეალურად, ყოველთვის იქეთ ვცდილობთშევტენოთსხვებს ჩვენი რწმენა, ეროვნულობა და ყველაფერი, რაც ადამიანისმე”-ში შეეტევა. შეიძლება ეს ერთგვარი თავდაცვითი რეაქციაა, რავიცი, რავიცი
ბებია რასისტია. ნიგერიელი სტუდენტების დანახვისას გული მისდის.
ჩემი ბოსი რასისტია. სოციალურ ქსელებში საჯაროდიფურთხებანიგერიელებისა და ჩინელების მისამართით.

ჩემი ბოსი არ არის ტოლერანტი. აზიზეის მეჩეთის აშენების იდეას საჯაროდ ჰგმობდა სოციალურ ქსელებში. ახლა მინარეთის მოშლა აბედნიერებს...
მე ჟურნალისტი ვარ.
ჩემს ბოსს თავი მედიამაგნატი ჰგონია.
შენ ნიგერიელი სტუდენტი ხარ. როდესაც გზაში მხვდები, მესალმები, მიღიმი და გზას აგრძელებ.
ის ქართველი სტუდენტია. შენს დანახვაზე ეცინება და ჩურჩულებს: ”ზანგი”.
მე ათეისტი ვარ. ეს მხოლოდ ჩემმა ბიჭმა და უახლოესმა მეგობრებმა იციან. იმიტომ კი არა, რომ არ ვამხელ, უბრალოდ, არასოდეს დამიგმია ქრისტე საჯაროდ და არც არავინ გამიხდია იძულებული, ჩემთვის მიებაძა.
შენ მართლმადიდებელი ხარ. ყოველთვის ხარ მზად, თავში ჯვარი ჩამცხო რწმენის დასაცავად. ჩამცხო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. რატომღაც ღრმად ხარ დარწმუნებული, რომ ამ საქციელით სამოთხეში მოხვდები. არადა , ეგ ბიბლიაში კი არა, ყურანში წერია.
ყურანი სხვა წიგნია.
შენ გეი ხარ. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. იმიტომ არა, რომ გეი ხარ. ნატურალი რომ იყო, ისევ ისე მეყვარებოდი. ალბათ, მეტადაც.
შენ რიგითი ქართველი ბიჭი ხარ. ის გეია. ის არაფერს გიშავებს. არც არასოდეს დაგიშავებს არაფერს. შენ მას სცემ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაამტკიცო, როგორი მაგარი ბიჭი ხარ. რეალურად, შენ ლატენტური გეი ხარ.
მე არ ვარ მაგარი გოგო. მე ერთი უბრალო გოგო ვარ, რომელიც ამას იმიტომ წერს, რომ გაიგო  ოდნავ მეტი იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს შორის არიან...
პატარა რომ ვიყავი, დედას ორი ნაქსოვი მარწყვი მოვპარე და კაბის კალთაზე მივიკერე.
მაპატიე, რა დე! მაშინ მე შენ ის ორი პური წაგართვი, რომელიც ჩემს ძმას უნდა ეჭამა.  მაპატიე, რა!
იდუმალი ქრცვინი

No comments :

Post a Comment