სამასწავლებლოში კუპატი გადააბრუნეს...




კარგად მახსოვს სკოლაში პირველად რომ მივედი საერთოდ არ მიტირია. ეგერევე გავაცნობიერე სადაც მივედი და რატომ.
ყველაზე კარგად კი ცარცისა და დაფის ნერვიული შეჯახებების ხმა მახსოვს : 
ჩვენი დამრიგებელი დახატავდა წრეს ნახევარზე ოდნავ მეტს ხაზებით შეავსებდა და ნახევარს ცარიელს დატოვებდა:
„ეს ჩემი გულია ეს მხარე (ხელით ათითებდა დახაზულ ნაწილზე) უკვე თქვენ დახაზეთ და შეიწირეთ დანარჩენი მცირე ნაწილი ჯერ კიდევ საღია“... 
არ ვიცი ეს აპრობირებული მეთოდი იყო თუ არა მაგრამ ასე თუ ისე ამართლებდა. ჩვენ სინანულის გრძნობა გვდევდა თან და როდესაც რამეს ვაშავებდით მასწავლებლის დაჩხაპნილი გული წარმოგვიდგებოდა თვალწინ.
მე როცა სკოლაში შევედი სახელმწიფოს ფეხი ახალი ადგმული ჰქონდა და განათლებაზე მეტად სხვა ბევრი საზრუნავი ჰქონდა, ამიტომ ინგლისურის პირველი სახელმძღვანელო იმას ისწავლებოდა რომ მე ვარ დიადი ოჯახის წევრი რომელსაც ჰქვია-Soviet Union, ტვინში ეხლაც ისე მაქვს ჩაბეჭდილი ეს ასოები როგორც იქ იმ წიგნში იყო იაფფასიანი საბეჭდი მანქანით შესრულებული უხეში შრიფტი.


ბევრს თუ არა უმეტესობას მაინც ემახსოვრებოდა კუთხეში სიმინდის კაკლებზე დამუხვლა, თავში წიგნის, გასაღების, საგანგებოდ გამოთლილი ჯოხის ან სულაც სამასწავლობლოდან ახლადშემწვარი კუპატის სუნი... საბედნიეროდ მე ერთ ერთ ელიტარულ სკოლაში ვსწავლობდი და ასეთი საშინელი ისტორიები მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი, მაგრამ რაღაც რაღაც ლაფსუსები ყველგან იპარება...
რომ არ დაგიმალოთ მენატრება სკოლის დრო. უფრო თავისუფალი, უფრო „საქმიანი“  და დეგენერატი როცა ვიყავი :)
ერთხელაც მე როგორც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მონაწილეობას ვიღებდი კონკურსში მომავლის სკოლა თუ რაღაც ამგვარი
ქვემოთ სპეციალურად თქვენვის ექსკლიუზიურად ეს ნახატი:
სურათის სიუჟეტი იწყება მარჯვენა ქვედა კუთხიდან, პირველყოფილი ადამიანებიდან და ქრონოლოგიურად ვითარდება სიუჟეტი საქართველოს წითელ შავ დროშამდე სკოლა მცირე ბიზნესისათვის იდეალური ადგილი :) მოკლედ თავად შეაფასეთ პროპაგანდ-ავაგარდისტული ნამუშევარი :) (ისე ჩემი მაშინდელი თვალით დანახული სკოლა უფრო კოლიზეუმს ან სულაც დღევანდელ პოლიციის შენობას.) :დ
ლაფსუსებსა და ხარვეზებზე საუბარს ერთი ბლოგპოსტი არ ეყოფა, რაც ზოგადად იმ წლებში და ჩვენს გულებში დღემდე არსებობს...
მე როგორც ოპტიმისტი მაინც იმედით ვხედავ რეფორმებს, იმედით ვხედავ იმას რომ ჩემი შვილი ჩემზე ბევრად კარგ განათლებას, „განათლებას რომელიც შობს სამყაროს“...
მოკლედ რომ ვთქვათ სათქმელი სამასწავლებლოში კუპატი გადააბრუნეს...
„ბავშვებო ვინ ვართ ჩვენ?
მოსწავლეები
რა ჰქვია ჩვენს სამშობლოს
საქ-ართვე-ლო
დიახ დიახ ჩვენ ვართ ქართველი მოსწავლეები, რომლებიც ვიზრდებით და ვყალიბდებით ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქეებად...

No comments :

Post a Comment