coldplay


Coldplay- ინგლისური როკ-ჯგუფი ლონდონიდან. ჩამოყალიბდა 1998 წელს. მსოფლიო აღიარებას მიაღწია 2000 წელს გამოშვებული სინგლით „Yellow“, რასაც მოჰყვა სადებიუტო ალბომი, Parachutes. ჯგუფის წევრები არიან: ვოკალისტი კრის მარტინი, გიტარისტი ჯონი ბაკლენდი, ბასისტი გაი ბერიმენი და დრამერი უილ ჩემპიონი. დღემდე კოულდპლეის 30 მილიონამდე ალბომი აქვს გაყიდული.
coldplay ადრეულ ნამუშევრებს ხშირად ადარებდნენ ჯეფ ბაკლის და რედიოჰედის შემოქმედებას.[1] პარალელებს ავლებდნენ U2-სთანაც. ალბომის, Parachutes, გამოსვლის შემდეგ კოლდპლეიმ სხვა წყაროებიდანაც მოიზიდა გავლენა. აღსანიშნავია, ეკო და ბენიმენის და ჯორჯ ჰარისონის გავლენა ალბომზე A Rush of Blood to the Head (2002) და ჯონი კეშის და კრაფტვერკის გავლენა ალბომზე X&Y (2005).
აქტიურად უჭერს მხარს ოქსფამის Make Trade Fair კამპანიასა და საერთაშორისო ამნისტიას. ჯგუფი ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.
1997 წლისთვის, coldplay პატარა საკლუბო სიმღერებს ასრულებდა ლონდონის კემდენის პრომოუტერების წინაშე. ამ დროისათვის ჯგუფმა მათი ძველი, ბოი-ბენდური იმიჯის შეცვლის შესახებ განაცხადა და სახელად სტარფიში დაირქვა მარტინი თავის სკოლის მეგობარს ფილ ჰარვეის დაუკავშირდა და ჯგუფის მენეჯერობა შესთავაზა, ჰარვეი ჯგუფის მენეჯერად მეორე ალბომის, A Rush of Blood to the Head გამოსვლამდე დარჩა.
1998 წლის მაისში ბენდმა გამოუშვა Safety EP-ს 500 ასლი. დეკემბერში coldplay პატარა, დამოუკიდებელ ხმის ჩამწერ სტუდიაში Fierce Panda მივიდა. ამ ლეიბლის პირველი რელიზი იყო 3 ტრეკიანი Brothers & Sisters EP, რომელიც სწრაფად, 4 დღეში იქნა ჩაწერილი 1999 წლის თებერვალში. აპრილში გამოშვებული EP 2500 კოპიამდე იყო შეზღუდული. ბენდის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა იზრდებოდა დიდ ბრიტანეთში, რასაც სტივ ლამაკი და Radio 1-ი ეხმარებოდა თავის ეთერში ხშირი გაშვებით.
1999 წლის გაზაფხულზე ჯგუფმა ლეიბლ Parlophone- თან ხელი მოაწერა კონტრაქტს 5 ალბომის გამოშვების შესახებ. მას შემდეგ რაც ჯგუფის წევრებმა პირველი განაცხადი გააკეთეს გლასტონბერის ფესტივალზე, სტუდიაში EP-ს The Blue Room ჩაწერას შეუდგნენ. EP-ს 5000 ასლი პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი ოქტომბერში გახდა, ხოლო სინგლმა „Bigger Stronger“, ჯგუფის დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
1999 წლის ნოემბერი ჯგუფმა ახალი წელი სინგლების „Yellow“ და „Everything’s Not Lost“ დასრულებაში გაატარეს. მათ ასევე კარლინგ ტურზე დაუკრეს, რომლითაც მათ მომავალ გზას გაესვა ხაზი. ამ დროისთვის coldplay თავისი პირველი ტოპ 40-ში შემავალი ჰიტი „Shiver“ დაარელიზა. ის 2000 წლის მარტში გამოჩნდა და ჯგუფს თავმდაბალი #35 ადგილი და MTV-ს პირველი ეთერი მოუტანა. 2000 წლის ივნისში ჯგუფმა გამოუშვა სინგლი „Yellow“ რომელმაც ჩარტები დაიპყრო. სიმღერამ ინგლისის ჩარტის #4 ადგილი დაიჭირა და ჯგუფს ხალხში ცნობადობა მოუტანა.
ქოლდფლეიმ პირველი სრული, მოცულობითი ალბომი, „Parachutes“ 2000-ის ივლისში გამოუშვა და მან დებიუტობა ინგლისის ალომების ჩარტის #1 ადგილზე განიცადა. „Yellow“-მ და „Trouble“-მა ატლანტიკის ოკეანის ორივე მხარეს მყარად დაიჭირა რადიო ეთერები. Parachutes საბოლოოდ ორმაგი პლატინის ალბომის სტატუსს მიაღწია.მან საუკეთესო ალტერნატიული როკ ალბომის წოდება მიიიღო 2002 წლის გრემის დაჯილდოვებაზე.
ქოლდფლეიმ 2002 წლის აგვისტოში A Rush of Blood to the Head დაარელიზა.
გამხსნელი ტრეკი, „Politic“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდგომ დღეებში იყო დაწერილი. ახალმა ალბომმა რამდენიმე ახალი პოპულარული სინგლი მოუტანა ჯგუფს, აღსანიშნავია „In My Place“, „The Scientist“ და „Clocks“.
A Rush of Blood to the Head ტურმა ჯგუფის დიდი პროგრესი აჩვენა დიდ სცენებზე და სტადიონებზე გამოსვლის თვალსაზრისით.ვრცელი ტურის განმავლობაში ქოლდფლეიმ ასევე ლაივ CD და DVD ჩაწერა, ლაივ 2003 სიდნეის ჰორდერნ პავილიონში. ჩანაწერი ახალ სიმღერას „Moses“ შეიცავდა. 2003 წლის დეკემბერში ჟურნალ როლინგ სტოუნზის მიერ ქოლდფლეი საუკეთესო ჯგუფად დასახელდა. ამ დროსთვისვე მათ გააკეთეს ჯგუფ პრიტერდერზ-ის ჰიტის „2000 Miles“ ქავერ ვერსია. A Rush of Blood to the Head ორი ჯილდო აიღო 2003 წლის გრემის დაჯილდოვებაზე. ხოლო 2004 წლის გრემის დაჯილდოვებაზე Clocks-მა საუკეთესო ჩანაწერის წოდება მიიღო.
ქოლდფლეის მესამე ალბომი, X&Y, 2005 წლის 6 ივნისს გამოვიდა დიდ ბრიტანეთში. ეს ალბომი 2005 წლის საუკეთსოდ გაყიდვადი ალბომი გახადა მსოფლიო მასშტაბით 8.3 მილიონი გაყიდული ალბომით. ალბომი #1 ადგილზე იქნა დაფიქსირებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით 28 ქვეყანაში და დიდი ბრიტანეთის ჩარტის ისტორიაში მეორე ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი გახდა. კიდევ ორი სხვა სინგლი გამოვიდა იმ წელს: „Fix You“ სექტემბერში და „Talk“ დეკემბერში. 2006 წლის მაისში ჯგუფმა დიდი ბრიტანეთის გარეთ რამდენიმე ქვეყანაში სინგალად გამოუშვა სიმღერა „The Hardest Part“.
2005-ის ივნისიდან 2006-ის ივლისამდე ქოლდფლეი თავის Twisted Logic Tour-ზე გაემართა, რომელიც ფესტივალებსაც შეიცავდა. 2005 წლის ივლისში ბენდი Live 8 კონცერტზე გამოვიდა ლონდონის ჰაიდ პარკში, სადაც მათ ჯგუფ The Verve-ს ჰიტი „Bittersweet Symphony“ შეასრულეს რიჩარდ ეშკროფტთან ერთად ვოკალში. 2006 წლის თებერვალში ქოლდფლეიმ საუკეთესო ალბომისა და საუკეთესო სინგლის წოდება მიიღო ბრიტ ევორდზე.
2006 წლის ადრე დეკემბერში, Billboard.com იუწყებოდა რომ ქოლდფლეის ახალი სტუდიური ალბომი 2007 წლის დასასრულისთვის იგეგმებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჯგუფმა თავის ოფიციალური საიტის კითხვა-პასუხის განყოფილებიდან უარყო. 2007 წლის 26 იანვარს, ცნობილმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა ბრაიან ინოუმ ბიბისის რადიო 4-თან ინტერვიუში განაცხადა რომ ქოლდფლეის ახალი ალბომის პროდიუსერი ის იქნებოდა, რაც ჯგუფმა თავის ოფიციალურ საიტზე დაადასტურა.
ალბომი Viva La Vida Or Death And All His Friends ოფიციალურად გამოვიდა 2008 წლის 12 ივნისს. კრის მარტინის თქმით, Viva la Vida არის ჯგუფისათვის ახალი მიმართულების აღმნიშვნელი. ეს არის მკვეთრი ცვლილება წინა სამი ალბომისგან განსხვავებით, რომელსაც თავად ჯგუფი ტრილოგიას უწოდებს. განსხვავება თუნდაც რომ მის ვოკალშია - აქ უფრო ნაკლები ფალცეტის სტილის სიმღერაა, ვიდრე წინა ალბომში. სხვადასხვა სიმღერაში გამოყენებულია უფრო უხეში სოლოები გიტარაზე.
ალბომის პირველი სინგლის სახით გამოიცა "Violet Hill", რომელიც იქცა ნამდვილად ჰიტად, თუმცა მასზე დიდი წარმატება, განსაკუთრებით, აშშ-ში, ჰპოვა სიმღერამ Viva la Vida.

2 comments :

  1. ჩემი ბენდი...
    ჩემი...
    ჩემი...

    ReplyDelete
  2. HEY YA!
    ჩამატებულია ეს ბლოგი ჩემს ბლოგროლში, იმედია საინტერესპო პოსტებით გაგრძელდება და სხვა საიტებიდან უკვე დაზეპირებული ინფოთი არ შემოიფარგლება.
    Good luck!

    ReplyDelete