კდიაშვილი უნამუსოდ, დაამგვანეს უნამუნოს :)



დიდხანს ვეძებდი ამ წიგნს, არ დაგიმალვთ და ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი ვეჩხუბებოდი არა რა როგორ შეიძლება ასეთი შეცდომათქო...

მაგრამ სამწუხაროდ მწარე და საშინელი რეალობა მალე ჩემს წინ დადგა...

სანამ იმას გეტყოდეთ უშუალოდ რა სიმწარეზე რა შეცდომაზე და რა სიფარჩაკეზეა საუბარი მოდით ერთად კიდევ ერთხელ წავიკითხოთ დავით კლდიაშვილის ბიოგრაფიული ცნობები

დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილი წლების მანძილზე უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასა და რევოლუციურად განწყობილ მუშებთან და ჯარისკაცებთან; . ვოლსკისთან და . მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო. 19051907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

ეხლა კი არც მეტი არც ნაკლები მიგელ დე უნამუნოს ბიოგრაფია

ფელიქს დე უნამუნოსა და სალომე იუგოს ვაჟი მიგელი ბილბაოს შუასაუკუნოვან ცენტრში, ბასკეთში დაიბადა. სიჭაბუკეში ბასკურმა ენამ დააინტერესა და ბილბაოს ისტიტუტში სასწავლო მდგომარეობის კონკურენციასაც ეწეოდა საბინო არენას წინააღმდეგ. შეჯიბრი საბოლოოდ ბასკმა სწავლულმა რეზურექსიონ მარია დე ასკუემ მოიგო. უნამუნომ ყველა მთავარი ჟანრი სცადა: ესსეისტიკა, რომანი, პოეზია დადრამატურგია, და როგორც მოდერნისტმა სცადა ჟანრებს შორის მკვეთრი საზღვრები გაექრო. დღემდე გრძელდება დებატები იყო თუ არა უნამუნო '98-იანთა თაობის წევრი (ესპანეთის პოსტ ფაქტო ინტელექტუალ და ფილოსოფოს ლიტერატორთა ჯგუფი, რომელიც ხოსე მარტინეს რუისმა შექმნა, მაგალითად : ანტონიო მაჩადო, აზორინი, პიო ბაროჯა, რამონ დელ ვალე-ინკლანი, რამირო დე-მაეცუ და ანგელ გავინე მათ შორის.

სამწერლობო საქმიანობას უნამუნო ესპანეთის ინტელექტუალურ ცხოვრებაში მთავარი როლის თამაშს უხამებდა. ის სალამანკას უნივერსიტეტის რექტორად ორჯერ იქნა არჩეული 1900-დან 1924 წლამდე და 1930-დან 1936 წლამდე. ეს პერიოდი ესპანეთში დიდი სოციალურ-პოლიტიკური ვნებათაღელვის ხანად მოიხსენიება. უნამუნო პოსტიდან 1924 წელს მთავრობამ გადააყენა დანარჩენი ინტელიგენციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის გამო. ის 1930 წლამდე დევნილობაში ცხოვრობდა ფუერტევენტურაში (კანარის კუნძულები) საიდანაც საფრანგეთს შეაფარა თავი. უნამუნო სამშობლოში გენერალ პრიმო დე რივერას დიქტატორობის დასასრულ დაბრუნდა და რექტორის თანამდებობაც დაიბრუნა. გადმოცემის თანახმად, უნივერსიტეტში დაბრუნების დღეს ლექციის დასაწყისში უნამუნოს თავისი გამოსვლა ამ ფრაზით დაუწყია : „როგორც გუშინ ვამბობდით...“.

რივერას დიქტატურის დამხობის შემდეგ ესპანეთმა მეორედ გამოაცხადა რესპუბლიკა, რაშიც ესპანელმა ხალხმა კიდევ ერთხელ სცადა ხელთ აეღო საკუთარი ქვეყნის მართვის დემოკრატიული სადავეები, თუმცა, მცდელობა დღენაკლული აღმოჩნდა. უნამუნო ინტელექტუალთა მცირე პარტიის - Al Servicio de la República- (რესპუბლიკის სამსახურში) წევრი გახდა. აყვავების პირზე მყოფი რესპუბლიკა ლამის დაქუცმაცდა, როდესაც სამხედრო გადატრიალების შედეგად სათავეში მოსულმა გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ სამოქალაქო ომის ესკალაცია გამოიწვია. ინტერნაციონალისტური იდეებით დაწყებული კარიერა უნამუნომ თანდათან ვიწრო ნაციონალიზმზე გაცვალა, რადგან მიაჩნდა, რომ საგარეო ფაქტორთა მოძალება ესპანეთს თვითმყოფადობას გაუნადგურებდა. ამგვარად, რაღაცა დროით უნამუნო კიდევაც მიესალმებოდა ფრანკოს ამბოხებას, როგორც აუცილებელს ესპანეთის გარე ძალთაგან დაცვის საქმეში

აღარ გაწვალებთ და გეტყვით რაც ხდება...

არ ვიცი თქვენ რა ურთიერთმსგავსება დაინახეთ ამ ორი ადამიანის ბიოგრაფიებს შორის მაგრამ ფაქტ ერთია

ა ბატონო, ეს გახლავთ ქართული პროზის საგანძურის მეათე ტომი სადაც დავით

კლდიაშვილის წიგნზე ბასკი უნამუნოს ფოტო ძევს...

რატომ ?


დასკვნები თავად გააკეთეთ , პრინციპში რა არის დასასკვნელი ეს წიგნი ხომ ჟურნალ გზასთან ერთად 3 ლარი ღირს!

საღდება პრესა! J

კაროჩე რა ერთი მაგარი კაცის მალხაზ ხარბედიასი არ იყოს როცა აზზე არა ხართ, თავი დაანებეთ წიგნების გამოცემას ბიძიებო და დეიდებო :)

No comments :

Post a Comment