ჩვენ არ გვჭირდება ასეთი პარკები :)






ბანგკოკიდან 40 კილომეტრში არის პარკი სახელწოდებით „ჯოჯოხეთი დედამიწაზე“. ამ პარკში ატრაქციონების ნაცვლად თქვენ ნახავთ უცნაურ ფიგურებს. ეს ბუდისტური კომპლექსია, რომლითაც ისინი აჩვენებენ ხალხს თავიანთ ვერსიას – თუ როგორი შეიძლება იყოს ჯოჯოხეთი. ტაილანდელებს პარკში ხშირად მიჰყავთ ბავშვები, ისინი ათვალიერებინებენ ამ ფიგურებს და უხსნიან, თუ რა დაემართება მათ და სად მოხვდებიან, თუკი ისინი ცუდათ მოიქცევიან და მოიტყუებიან. ტაილანდელები ძალზედ კმაყოფილნი არიან ამ პარკის არსებობით, ვინაიდან იგი უკარგავს მათ შვილებს ცუდი საქციელის ჩადენის სურვილს…


No comments :

Post a Comment