ოფისის პროზა ანუ ქართულ მწერლობაში აიტიშნიკები გამოჩდნენ


რატომ დავპოსტე აქ ეს მე? ესე იგი რა ხდება, ბავშვობიდან ძალიან მომწონდა, თუ ვინმეში რაიმე ახალ და განსაკუთრებულ ნიჭს აღმოვაჩენდი, არ ვიცი ჩემს მრავალ ფობიათაგან ქრისტეფორე კოლუმბოფობიაც თუ შემეყარა მაგრამ ფაქტია, რომ ფარული ნიჭის და ზოგადად დადებითი და პოზიტიურის აღმოჩენა ზოგადად საინტერესო და სასიამოვნოა. ამ პატარა ნაწარმოების ავტორი ჩემი მეგობარი და თანაბერძოლია :) საინტერესო ბიჭი ოდითგანვე იყო და მოაზროვნე, მაგრამ დღემდე მის ფარულ შესაძლებლობებზე არაფერი მსმენია :) არა ქეთა თოფურია რომ მოსწონს ეს გასაკვირი ნამდვილად არაა მგონი... მოკლედ ყოველგვარი ზედმეტი შესავლისა და თავის მოქონვის გარეშე გთავაზობთ ამ ნაწარმოებს პრიამო იზ ფეისბუუქ :) მე კი მინდა მომავალ პროზაიკოსს გზა გავუწალდო და ფანტაზიებით მდიდარი შემოქმედებითი მომავალი ვუსურვო... აპა შენ იცი



ოცნებას კაცი არ მოუკლავსო?!

Lasha Murusidze-ის მიერ 2011 წლის 13 01, ხუთშაბათი, 23:59-ზე





როგორც წესი ის ნახევარი საათიანი მგზავრობა, როემლიც სამსახურიდან სახლამდე მჭირდება ყველაზე დაკავებული ვარ(ყველაზე დაკავებული ძილის დროს ვარ, ანუ ამ ბოლო დროს, ძალიან იშვიათად და მცირე ხნით ვარ დაკავებული :D) მარშუტკაში ასვლისთანავე მივდივარ ჩემს კუთვნილ უკანა სიდენიისკენ და ვიძინებ, თვეების მანძილზე მაქვს გამომუშავებული და ზუსტად ჩემს გაჩერებასთან მეღვიძება ხოლმე, ასე, რომ იმის შიში, არ გავცდე გაჩერებასთქო არ მაწყხებს. ერთი სიტყვით მშვიდად მძინავს და საინტერესო სიზმრებსაც ვნახულობ ხოლმე. მაგალითად დღეს ჩემი ბავშვობის ოცნების ქალი მესიზმრა(რაღა დაგიმალოთ და ბავშვობაში ქეთა თოფურია მომწონა, ბავშვობაში რა ეხლაც მშვენიერ ფორმაშია :D) საკმაოდ რეალური სიზმარი გამოვიდა, ე.წ."ფერადი სიზმარი". მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო, დაახლოებით ისე მომივიდა. ხოდა ერთი სიტყვით მე და ქეთა ერთად ვიყავით, ვუყურებდი მის ბავშვურ თვალებს, გულიან სიცილს და ორ მშვენიერ ნახევარსფეროს(ამ ბოლოებს განსაკუთრებით დაჟინებით ვუყურებდი:D)
ვიყურებდი, ვეფერებოდი, ვეხვეოდი. ჩემს მუხლზე იჯდა, ორივე ხელით წელზე მეხვეოდა და ცდილობდა რაც შეიძლება მჭიდროდ ყოფილიყო ჩემთან დაკავშირებული. ცოტას გამოვტოვებ და გეტყვით, რომ მთელი მონდომებით დავეძგერე მის გაბუტულ ტუჩებს, ვკოცნიდი ისე, როგორც არასოდეს არავისთვის მიკოცნია. სანეწყვე ჯირკვლები გადატვირთულ რეჟიმში ამუშავდა, ამოძრავდა და სრულ მზადყოფნაში მოვიდა ყველა კუნდი და ბედი არ გინდა?! ამ დროს გამომეღვიძა(ჩემი გაჩერება მოვიდა) გამოღვიძებისთანავე უნებურად გადავყლაპე ნერწყვი, ეს ნერწყვი იყო მთელი სიზმარი, ასე რომ ვთქვათ "ჩემი ოცნება", ხოდა ამ ნეწვყის გადაყლაპვისას კინაღამ დავიხჩვი :D ვერაფრით ვერ ამოვისუნთქე.... იქვე ჩემს გვერდით ღვთიან-მადლიანი გოგონა მჯდარა(როგორც მერე გავარკვიე მასაც ქეთა ქვიებია), შენიშებული მიბრაგუნებდა ზურგში თავის ნაზ მუჭებს. ცოტა ხანიც და ამოვინთქე, შესაბამისად გადავრჩი და გულში ვერ დავიტევდი ამხელა ისტორიას თქვენთვის რომ არ მომეყოლა :)))


ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, რომ ამბობენ... მართალია კი? ქეთა რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის რა მოხდებოდა... ქეთა რომ არ დამსიზმრებოდა შეიძლება არც არაფერი არ მომხდარიყო, მაგრამ ის ხომ სხვა ქეთა იყო. ასეა თუ ისე დღეს საღამოს, სრულიად უწყინარ ვითარებაში, საკუთარი ნერწყვით დახრჩობას გადამარჩინა ერთმა მშვენიერმა გოგონამ.

მადლობა ქეთას :*




No comments :

Post a Comment