რა მოხდება ხვალ???19 მარტს?


ხვალ მოხდება მიწისძვრა, ცუნამი, წყალდიდობა, მეწყერი და აშ!
მთვარე დაგვეჯახება ვერსია ყველაზე მაგარი იყო! :დ
მოკლედ თანდათან ვრწმუნდები რომ ხალხს მასიური ნერვოზი აქვს.
ერთხელ პატარა ნერვო ექსპერიმენტი ჩავატარე კარგად მახსოვს. ახალი გამოსული იყო 2012 ის თრეილერი ეგ კიდე რამოდენიმე ფანტაზიის „განავალი“ ვიდეო და ცოტა ინტერნეტ საინფორმაციო „ხლამი“ ქალები დაიშოკნენ!!! ნუთ 2012 წელს ყველა მოვკვდებით???
საქართველო ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ჩვენ გადავრჩებით, არა გოგო აგერ ნახე წერია თელი მსოფლიოო... არა ჩვენ მაინც უნდა გადავრტჩეთ... აგერ შეხედე გოგო რაფერ ეტაკება დედა დედა დედა... ნტნტნტნტნტ.... ვსო წავედი ეკლესიაში...
ექსპერიმენტის მონაწილეთაგან რამოდენიმე 40 % ეკლესიაში წავიდა 60 % სახლში გადარეკა ოჯახთან: ჩემი შვილები იყ7ვნენ კარგად და მე რას დავეძებ ჩემს თავსო...
მოკლედ
არ გასულა დიდი დრო მას შემდეგ რაც ამ ექსპერიმენტა ჩაიარა დაახლობით 1,5 წელი და ახალი ჩორტი
ალბათ ყველას გემახსევრობათ ცნობილი ექსტრასენსი მსუქანი კაცი შოუდან„ექსტრასენსთა ბრძოლა“ რუსული პროექტის უნიჭო ასლი.... ხოოდა ამ კაცმა ქალების გადაცემაში სადაც სამი წამყვანია თქვა რომ 7 სექტემბერს ვსოო დაგვერხევაო...
მახსოვს
ეს შვიდი სექტემბერიც.... :დ
ხო ეხლა კიდე ეს 19 მარტი. „იმედმა“ უკვე გააკეთა სპეციალური რეპორტაჟი...
მემგონია ასეთი რაღაცეები პირიქით სასარგებლოა! შოუები უფრო ყუებადია და 03 საც აქვს გამოძახებები...
მოკლედ გადავიდეთ ხვალინდელ დღეზე (უკვე დღევანდელზე) 19 მარტი
ხვალ დილით ბანკმა თუ იმუშავა გავხედავ და გავალ ვაუჩერის ასაღებად მეოთხე დღეა უიმედოთ ველი ჩემს რიგს...
ანარადა დავჯდები სახლში და ერთ წიგნი მაქვს დასამთავრებელი.
ანდა უკეთესი სადმე გავისერინებთ ოჯახი...
კარგია! ასე რომ მე ამას ვაპირებ.
თქვენი საქმისა თქვენ იცით!!!
(არადა ხვალ მართლა ახლოს მოდის მთვარე)

No comments :

Post a Comment