ნიჭიერის მორიგი გადაცემა და სასურსათო ვაუჩერი


დღეს პრი მნიშვნელოვანი რამ უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში
პირველად 22 წლიანი ცხოვრების განმავლობაში უნდა ამეღო სასურსათო ვაუჩერი და მეორეც ნიჭიერის ყურების დროს უნდა მეხალისა რომ როგორმე პოსტი დამეწერა :)

სამწუხაროდ არც ერთი შედგა და არც მეორე! ლიბერთი ბანკში ხალხი მრავლად იყო და ბანკის დაკეტვის შემდეგაც არ დაიშალა ხალხი დილამდე აქ უნდა ვიყოთ არ მოგვასწროს ვინმემო... მეორეს რაც შეეხება უნიათოდ ვიყავი რაღაც და შესაბამისად ძნელი აღმოჩნდა ჩემზე რაიმე სახის ზემოქმედების მოხდენა ... :დ
სახალისო და საინტერესო ერთი ნომერი გახდა მხოლოდ რომელიც პატარა ლუკამ შეასრულა :) დანარჩენ ნომრებზე უბრალოდ რეაქცია არ მქონდა!
სხვათაშორის არც აკრობატიკაზე :)
შრეკის ნომერი- სირობა
ხატვა- იმ ქალის ნომრის გაგების სურვილი
აბობოქრებულმა ზღვამ- დაანგრია იაპონია...
უკუღმართი ჰიმნი- პოლიტიკური განცხადების საბაბი
ბოშები-კატასტროფა :დ
კატასტროფა- პარკური- გეგა პაპიროსით ხელში
ბებიები-სოფოს ცრემლები... „ტანში გამცრა“

ასე რომ სანამ ფუკუსიმადან რადიაციის ტალღა დამარტყამდეს უბრალოდ ჩემი ნებით ვეახლები ჩემს საწოლს...

ჩვენ კი დაველოდოთ შატილის ასულოს კლუბურ ვერსიას ;დ
სხვა რა დაგვრჩენია!!!

No comments :

Post a Comment